fbpx
საზოგადოება

მაღაზიების გახსნა 16 მარტს – კარანტინის გაგრძელება და საბერძნეთის მთავრობის პრიორიტეტები

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე გასული სპეციალური სიუჟეტის მიხედვით ირკვევა, რომ საბერძნეთის მთავრობისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული საცალო ვაჭრობის გახსნაა.

როგორც უკვე ცნობილია, დიდი ალბათობით კარანტინი 1 ან 2 კვირით გადავადდება, რაც ნიშნავს, რომ 8 ან 15 მარტამდე ისევ ყველაფერი დაკეტილი იქნება, ხოლო 16 მარტიდან შესაძლოა ვისაუბროთ მაღაზიების ამუშავებაზე.

ექსპერტთა საბჭოს რეკომენდაციით, ჩაკეტვის გაგრძელება საჭიროა იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა შემცირდეს. ამ დროისთვის ახლა ეს ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია და საავადმყოფოებში მიმართვიანობის დონეც მაღალია.

აღსანიშნავია, რომ ირაკლიო შესაძლოა ძალიან მაღალი რისკის ქვეშ მყოფი რეგიონების სიაში შევიდეს, ასევე, მდგომარეობა დამძიმებულია ეტოლოაკარნანიაში.

onalem

ტესტ