fbpx
კრიმინალი

ვოლოსი: ალბანელმა მამაკაცმა ბერძენი ქალი დანით დაჭრა

ალბანელმა მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა, ის რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს.

ვოლოსში, ნეა იონიაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლები ქალის გამგმირავმა კივილმა შეძრა. ის ტკივილისგან ყვიროდა, რადგან საკუთარი შვილის მამამ დანით დაჭრა. ისინი ნათესავის სახლში იმყოფებოდნენ და როგორც ცნობილია, ხშირად კამათობდნენ.

მამაკაცი ალბანეთის მოქალაქეა და ჯერჯერობით გარკვეული არ არის, არის თუ არა დაქორწინებული ბერძენ 27 წლის ქალზე, თუმცა, მათ შვილი ჰყავთ. ქალს ჭრილობები ძირითადად ზურგის არეში აქვს მიყენებული.

ინციდენტის შემდეგ დამნაშავე მანქანაში ჩაჯდა და გაქცევა სცადა.

რამდენიმე საათის შემდეგ, ის ვოლოსის პოლიციის ოფიცრებმა დააავეს და ძალადობის, სხეულის დაზიანების და იარაღის უკანონო შენახვისთვის გაასამართლებენ.

27 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველად დახმარება აღმოუჩინეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

onalem

ტესტ