fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ვინ მეთაურობდა კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც პოლიციასთან თანამშრომლობდა

პროკურატურის ბრძანების საფუძველზე გამოქვეყნდა 31 წლის მოქალაქის პირადი ინფორმაცია და ფოტოები, რომელიც ნარკოტიკებით მოვაჭრე კრიმინალურ დაჯფუბეას ედგა სათავეში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაჯგუფების წევრები იყვნენ საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლებიც.

ის არის ტაფაჯ ერიუსი, დაბადებული 1988 წელს ალბანეთში.

ცნობილია, რომ ორი პოლიციელი იყენებდა საკუთარ თანამდებობას და დაჯგუფებას საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფდა, ხელს უწყობდა კონტაქტების გამრავლებას და ნარკოტიკების გაყიდვას, ასევე, ისინი ერთგვარი გარანტორები იყვნენ, რომ კრიმინალებს არ დააკავებდნენ.

სამართალდამაცავებმა ატიკასა და თესალიაში სულ 8 სახლი გაჩხრიკეს, საიდანაც ამოიღეს:

ნარკოტიკული საშუალებები
5 ცეცხლსასროლი იარაღი
ტყვიების გარკვეული რაოდენობა
რამდენიმე მობილური ტელეფონი და სიმ-ბარათი
ნაღდი ფული, 35, 000 ევროს ოდენობით
ძვირფასეულობა და მანქანები, რომლებსაც ისინი ნარკოტიკების გადასატანად იყენებდნენ.

 

onalem

ტესტ