fbpx
პოლიტიკა

“ციპრას სიტყვები ხანძრის მსხვერპლთათვის არაფერს ნიშნავს” – Reuters

საინფორმაციო სააგენტომ საბერძნეთში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან მიმართებაში ქვეყნის პრემიერის, ალექსის ციპრას, პოლიტიკური მოქმედებების მოკლე ანალიზი გააკეთა. ციპრა ორშაბათს ღამითვე დაბრუნდა ბოსნიიდან, თუმცა სამი დღის მანძილზე, ფაქტობრივად არსად გამოჩნდა, რამაც ბევრი ადამიანი გაანაწყენა. “როგორ აპირებს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოსყიდვას? რას ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობა?” ამ კითხვებს სვამს 79 წლის მამაკაცი, რომელიც თავისი დამწვარი სახლის წინ დგას.

გადარჩენილები და პოლიტიკური ოპონენტები ეძებენ პასუხებს კითხვებზე, თუ როგორ შეიძლებოდა მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან აცილება და რატომ არ მოხდა მოსახლეობის დროული ევაკუაცია?! ალექსის ციპრა საჯაროდ გამოვიდა და სამდღიანი გლოვის შემდეგ განაცხადა, რომ ის “სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს”, თუმცა Reuters-ში აღნიშნულია, რომ მათთვის, ვინც ჯოჯოხეთი გამოიარა, მისი სიტყვები არაფერს ნიშნავს.

“ლამაზი სიტყვებია, მაგრამ მინდა მითხრას მე, ჩემს მეგობრებს და მათ, ვინც იქ დაიღუპნენ, ვინ არის დამნაშავე, თუ არა ის?!” ამბობს მოხუცი.

ციპრასის ქმედებამ, რომ ის ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით “გაუჩინარებული” იყო, დავის საგანი გახდა. ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ორშაბათს, ციპრა აეროპორტიდან ათენის ცენტრისკენ გაემართა, სადაც მინისტრებისგან მოითხოვა ეთქვათ, თუ რა ხდებოდა რეალურად. ნუთუ მათ ეს ზუსტად არ უნდა სცოდნოდათ?! სამდღიანი გლოვის შემდეგ, პრემიერი ტელევიზიით გამოვიდა, უცნობია, მოინახულა თუ არა მან საავადმყოფოში დაშავებულები.

აღსანიშნავია, რომ ციპრა მოსახლეობას დაჰპირდა, შეისწავლიდნენ ადრინდელ შეცდომებს და გააანალიზებდნენ სხვადასხვა მოქმედებების საჭიროებას, რათა მოსალოდნელი ნებისმიერი სახის საფრთხე თავიდან აცილებადი ყოფილიყო. თუმცა, მსხვერპლი მატიში დიდია და გარდაცვლილთა რიცხვის ზრდასთან ერთად პრემიერის პოპულარობა და მის მიმართ ნდობა იკლებს.

” ეს საყოველთაოდ გავრცელებულია საბერძნეთში, რომ კრიტიკულ სიტუაციაში სიძულვილის ობიექტი ქრება. არცერთი პოლიტიკოსი არ უნდა წავიდეს ისეთ რისკზე, რომ გახდეს უძლური,” ამბობს ექსპერტი დიმიტრის მავროსი.

 

onalem

ტესტ