თესალონიკში 25 წლის ბიჭმა საკუთარი დედა დაჭრა

ინციდენტის ზუსტი  დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გაურკვეველია თუ რა ვითარებაში და რა მიზეზით დაჭრა 25 წლის ბიჭმა საკუთარი 68 წლის დედა.

კერძოდ, შემთხვევა ოჯახის სახლში მოხდა, რომელიც ტერფსითეას პარკთან ახლოს მდებარეობს. 25 წლის ახალგაზრდამ დედა სასიკვდილოდ გაიმეტა და ბასრი საგნით დაჭრა. დანაშაულის იარაღი, სავარაუდოდ, დანაა.

კონკრეტული მიზეზების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

68 წლის ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 25 წლის მამაკაცი პოლიციამ მალევე დააკავა.

როგორც ცნობილი ხდება, დამნაშავეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

melano

ტესტ