fbpx
საზოგადოება

თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი – “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიმართა

თბილისში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის გაიმართა. ფორუმი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი მიზნად ისახავდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.

ოფიციალური გახსნის ნაწილის შემდეგ მონაწილეებმა მუშაობა განაგრძეს ოთხ თემატურ ჯგუფში: განათლება, კულტურა, მედია და სახალხო დიპლომატია, ბიზნესი და ეკონომიკა. თითოეულ თემატურ ჯგუფში იმსჯელეს კონკრეტულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე და ეფექტური თანამშრომლობის გზებზე. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსიები, ხოლო მუშაობის პროცესში გამოკვეთილი მოსაზრებები შემდგომში აისახება იმ ცალკეული ღონისძიებების, პროგრამებსა თუ პროექტების დაგეგმვაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება დიასპორის კუთხით.

უწყების ცნობით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ფორუმის მონაწილეებმა კოჯორში გვირგვინით შეამკეს იუნკერთა მემორიალი და მოინახულეს საოკუპაციო ხაზი.

ფორუმზე მოწვეულ მონაწილეებს შორის იყვნენ საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელები და უცხოეთში სხვადასხვა პროფესიულ სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობა ჯამში 22 სხვადასხვა ქვეყნიდან 400-მდე სტუმარმა მიიღო.

onalem

ტესტ