fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: სიკვდილამდე საკუთარ შვილს ორი ტომარა ოქრო დაუტოვა

ახლა უმდიდრესი ქალბატონი ახაიაში ცხოვრობს. მისი მამა თავმდაბალი ფერმფერი იყო, რომელიც უდიდეს ქონებას ფლობდა, თუმცა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ოქრო წლების მანძილზე ორ დიდ ტომარაში იყო დამალული და ამის შესახებ მხოლოდ თავად იცოდა.

ეს ისტორია ნამდვილ ზღაპარს ჰგავს. ქალი ძალიან უბრალო ადამიანის შვილია და სწორედ ამიტომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მის მფლობელობაში იყო ოქრო, რომელიც ახლა ათასობით ევროს უდრის.

გავრცელებული ინფორმაციით, მან ქონების შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გაიგო, როცა მისი მამა ასაკის გამო სიკვდილის პირას მივიდა და ვიდრე გარდაიცვლებოდა, მან იმ ადგილის შესახებ გაუმხილა, სადაც დიდი რაოდენობით ოქრო ინახებოდა.

თავდაპირველად ქალმა ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქცია, თუმცა, მამის გარდაცვალების შემდეგ ძვირფასეულობა მოძებნა და მოხუცის სიტყვები გამართლდა.

მან ადვოკატთან კონსულტაცია გაიარა და განიხილეს იურიდიული გზები, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული სიმდიდრის კანონიერად გამოყენება.

onalem

ტესტ