საბერძნეთი: ქალს სახლიდან 42 ბრილიანტი მოპარეს! და არა მარტო…

პატრასში დაუჯერებელი ქურდობა მოხდა. ორი ახალგაზრდა, 20 და 24 წლის მამაკაცები, 60 წლის ქალის სახლში შეიჭრნენ, სადაც ბრილიანტები და სხვა ძვირფასეულობა ინახებოდა.

კერძოდ, პოლიციის ინფორმაციით, ძარცვა დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა. კრიმინალები 60 წლის ქალის სახლში შეიჭრნენ და 42 ბრილიანტი მოიპარეს.

გარდა ამისა სხვა ძვირფასეულობაც, რომელთა ღირებულებაც 13, 000 ევროს უდრის. ასევე, 2, 000 ევრო, ნაღდი ფულის სახით.

პატრასის პოლიციის დეპარტამენტმა ორი დამნაშავის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

melano

ტესტ