fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი იმ ქვეყნების ხუთეულშია, სადაც ყველაზე მეტს მუშაობენ

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (Organization for Economic Co-operation and Development) დაინტერესდა იმით, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები მუშაობენ ყველაზე მეტს.

ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ამ სტატისტიკის მიხედვით პირველ ადგილს მექსიკა იკავებს. საშუალო სტატისტიკური მექსიკელი წელიწადში 2246 საათს მუშაობს, რაც კვირაში 43,2 საათს უდრის.

საინტერესოა, რომ მექსიკის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს კოსტა-რიკა, რომელიც ხშირად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ქვეყანად სახელდება.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ კვლევაში 38 ქვეყნის მონაცემები გამოიყენა და პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ სამხრეთ კორეა, საბერძნეთი და ჩილე.

სიის მეორე ბოლოში აღმოჩნდა გერმანია – ერი, რომელსაც სტერეოტიპულად მშრომელებად ახასიათებენ. საშუალო გერმანელი წელიწადში სულ 1371 საათს მუშაობს – კვირაში 26,4 საათს. გერმანელების მსგავსად, დატვირთულ გრაფიკს არ უჩივიან ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, დანიასა და საფრანგეთში.

სრული სია კი ასე გამოიყურება:

1. მექსიკა – 2246 საათი წელიწადში
2. კოსტა რიკა – 2230
3. სამხრეთ კორეა – 2113
4. საბერძნეთი – 2042
5. ჩილე – 1988
6. რუსეთი – 1978
7. პოლონეთი – 1963
8. ლატვია – 1903
9. ისლანდია – 1880
10. პორტუგალია – 1868
11. ლიტვა – 1860
12. ისრაელი – 1858
13. ესტონეთი – 1852
14. თურქეთი – 1832
15. ირლანდია – 1820
16. აშშ – 1790
17. ჩეხეთი – 1779
18. ახალი ზელანდია – 1757
19. სლოვაკეთი – 1754
20. უნგრეთი – 1749
21. იტალია – 1725
22. იაპონია – 1719
23. კანადა – 1706
24. ესპანეთი – 1691
25. სლოვენია – 1676
26. გაერთიანებული სამეფო – 1674
27. ავსტრალია – 1665
28. ფინეთი – 1646
29. ავსტრია – 1625
30. შვედეთი – 1612
31. შვეიცარია – 1590
32. ბელგია – 1541
33. ლუქსემბურგი – 1507
34. საფრანგეთი – 1482
35. დანია – 1457
36. ნორვეგია – 1424
37. ნიდერლანდები – 1419
38. გერმანია – 1371

ზოგადად, სამუშაო საათების რაოდენობა ყველა ზემოჩამოთვლილ ქვეყანაში შემცირდა. მაგალითად, 2000 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში საშუალო დასაქმებული წელიწადში 1700 საათს მუშაობდა, რაც 15 წლის განმავლობაში 1674 საათამდე შემცირდა.

onalem

ტესტ