fbpx
საბერძნეთიფინანსები

საბერძნეთი: ცვლილებები კაპიტალ კონტროლის რეჟიმთან დაკავშირებით

საბერძნეთში 2017 წლის 1 სექტემბრიდან კაპიტალ კონტროლთან დაკავშირებული ცვლილებები ძალაში შევა.

მთავარი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ის, რომ თვის მანძილზე მომხმარებლები საბანკო ანგარიშიდან 1800 ევროს გატანას შეძლებენ.

ამჟამად არსებული შეზღუდვა გულისხმობს 840 ევროს გატანის შესაძლებლობას ყოველ ორ კვირაში. ხოლო ახალი კანონის შესაბამისად, აღნიშნული ლიმიტი 1800 ევრომდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 29 ივნისს საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვიტა გაეტარებინა რეფორმა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა საკუთარი ანგარიშიდან თანხას შეზღუდული რაოდენობით გაიტანდა. ეს მოხდა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ ქვეყნიდან თანხის მასობრივი გადინება.

2015 წლის 6 ივლისიდან 2017 წლის 31 აგვისტომდე ფინანსური კონტროლის შემსუბუქების პერიოდი იყო. ახლა სიტუაცია დასტაბილურდა და შესაბამისად შეზღუდვები იკლებს.

ანალიტიკოსების ინფორმაციით, კაპიტალ კონტროლმა საბერძნეთში ყველაზე მეტად ბიზნესი დააზარალა. 2015 წლის ივლისში, ბერძნული და საერთაშორისო კომპანიების ორმა მესამედმა – 69%, სერიოზული რეგრესი განიცადა. ამასთანავე, საბერძნეთი ჩამოყალიბდა, როგორც შავი ფულის ბაზარი, სადაც თქვენ შეგიძლიათ აიღოთ თანხა, თუმცა, დაუჯერებლად მაღალი პროცენტით.

onalem

ტესტ