fbpx
სპორტი

აკროპოლის თასი: საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აკროპოლისის თასის ბოლო ტურის მატჩში იტალიის ნაკრებთან რვაქულიანი სხვაობით, 65:73 დამარცხდა.

ილიას ზუროსმა თორნიკე შენგელია საერთოდ არ ათამაშა, გუნდის სხვა ლიდერებიც ნაკლებად დატვირთა და თავის გამოჩენის საშუალება სათადარიგო მოთამაშეებს მისცა, რაც ნამდვილად გამართლებული ნაბიჯია.

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე საქართველო მთელი მატჩის განმალობაში აგებდა და იტალიის ნაკრებმა ათენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები გიორგი შერმადინი (14 ქულა, 9 მოხსნა), გიორგი ცინცაძე (11 ქულა, 2 მოხსნა, 4 გადაცემა) და მაიკლ დიქსონი იყვნენ (10 ქულა, 2 მოხსნა, 3 გადაცემა). კარგი იყო გოგა ბითაძეც, რომელიც საკუთარ გუნდს 7 ქულით და 8 მოხსნით დაეხმარა.

იტალიელთაგან საუკეთესონი არადორი (17 ქულა, 1 მოხსნა) და ბელინელი (15 ქულა, 5 მოხსნა, 4 გადაცემა) იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ ორ მატჩში სერბეთის და საბერძნეთის ნაკრებები დაამარცხა და აკროპოლისის თასის გამარჯვებული ნაადრევად გახდა.

onalem

ტესტ