fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ქართველი ემიგრანტი ათენის “სოტირიას” საავადმყოფოში მძიმედაა

“კიდევ ერთი ემიგრანტი ითხოვს დახმარებას, ანა ხაჩიძე გუშინ გულის ინფარქტით მოხვდა “სოტირია”ს საავადმყოფოში, რომელსაც გულის სამი სარქველი აქვს დაზიანებული.

ანალიზების გასაკეთებლად”სოტირია”-დან გადაიყვანეს “ერითრო სტავრსოში” სადაც გაეწმინდა გულის სამივე სარქველი. ავადმყოფის ეს პროცედურა 7000 ევრო ღირს, რომელიც სასწრაფოდ გადასახდელია, ავადმყოფს კი ეს თანხა არ გააჩნია, ისევ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, ჩვენი თანამემამულისთვის, გთხოვთ “იბერია” ტურში ომონიაზე ნიკიფორუს 8 ნომერში, ვისაც სიკეთის კეთება თქვენს ვალდებულებად მიგაჩნიათ, როგორც შეგიძლიათ დახმარება აღმოვუჩუნოთ ამ ქალბატონს.”

წერს ქ. დარეჯან გამბაშიძე სოციალურ ქსელზე.