fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ქაოსი ათენის ქუჩებში ტრანსპორტის გაფიცვის გამო

დღეს, 15 იანვარს, ათენში მძიმე დღეა. გაფიცულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა თანამშრომელი, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა იძულებულია საკუთარი მანქანით გადაადგილდეს.

ქალაქში არ ფუნქციონირებს ტრანსპორტის არცერთი სახეობა: მეტრო, ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი.

ამ ყველაფრის შედეგი კი ქუჩებში შექმნილი გრძელი საცობებია.

ყველაზე პრობლემატური სიტუაცია აღინიშნება: კიფისიის გამზირზე, სიგრუს გამზირზე, ვულიაღმენის გამზირზე, პირეოსის გამზირზე, ასევე კატეხაკის და ალექსანდრას გამზირებზე. 

onalem

ტესტ