პატრა: თაღლითი წყვილი, რომელიც მოხუცებს დიდ თანხას პარავდა

გავრცელებული ინფორმაციით, პატრაში ახლაგაზრდა მამაკაცი და ქალი დააპატიმრეს. საბერძნეთის პოლიცია აცხადებს, რომ მათ მიერ საერთო ჯამში მოპარული თანხა საკმაოდ სოლიდურია.

კერძოდ, წყვილი მოხუცების სახლებში შედიოდა და მათ თავს საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებად აცნობდა. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის კი სავიზიტო ბარათებიც კი ჰქონდათ დამზადებული და ერთნაირი, ერთი და იგივე ტანსაცმლით მოძრაობდნენ. მოხუცებს კი მათი სჯეროდათ.

თუმცა, ბოლოს ჩადენილი დანაშაულისას, ერთ-ერთი მსხვერპლი, მოხუცი მამაკაცი მიხვდა, რომ ისინი თაღლითები იყვნენ და დაუყოვნებლივ პოლიციაში განაცხადა.

არსებული ჩვენებების საფუძველზე დამნაშავეები საბერძნეთის პოლიციამ მათი ადგილსამყოფელი დაადგინა და ისინი დააკავა.

melano

ტესტ