პატისიონი: საბერძნეთის მოტყუებული პოლიცია და თავდასხმა თანამშრომლებზე

გუშინ, პატისიონზე, გამოძახებაზე გასულ პოლიციის თანამშრომლებს თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ. ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც ნიღაბს ატარებდა, ΑΣΟΕΕ უნივერსიტეტიდან გამოვიდა და მანქანისკენ გაემართა.

მათ ქვების და სხვადასხვა მძიმე ნივთების სროლა დაიწყეს, რის შედეგადაც დაიმსხვრა ფანჯრები და აღინიშნება სერიოზული მატერიალური ზარალი.

საბედნიეროდ, პოლიციის არცერთი თანამშრომელი არ დაზარალებულა. თუმცა, მათ რეაგირება ვერ მოასწრეს და ადგილი სწრაფად ვერ დატოვეს.

რეალურად, პოლიციელები პატისიონზე ცრუ გამოძახების შედეგად აღმოჩნდნენ. განყოფილებაში შევიდა ზარი, რომ სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი მივიდნენ, ბინას ძარცვავდნენ. ხოლო მათ გამოჩენისთანავე დაესხნენ თავს.

ქვების რამდენიმე წუთიანი სროლის შემდეგ ახალგაზრდები კვლავ უნივერსიტეტის შენობაში დაიმალნენ.

 

melano

ტესტ