“მე არ მომწონს ქორწინება, ჩემი გადაწყვეტილებით არ დავოჯახდი” – ვანა ბარბა

ვანა ბარბამ გადაცემაში “Ελένη” თავის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქალიშვილზე ისაუბრა. ასევე, თუ რატომ არ ჰყავს ამ ეტაპზე გვერდით მეორე ნახევარი. აღსანიშნავია, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს სამსახიობო სფერო და პოლიტიკაში სცადოს ბედი.

“მე არ მაქვს დრო საჭმელი მოვამზადო, თუმცა ლანჩზე დროს ჩემს ქალიშვილთან ერთად ვატარებ.

სად ვიპოვო კომპანიონი? მაქვს დრო ამისთვის? როდესაც სახლში ღამით 10-11 საათზე ბრუნდები, დასვენება გინდა. მე რომ გვერდით ვინმე მყავდეს, ფანჯრიდან გადამაგდებს. ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ არ დავოჯახდი, მე არ მომწონს ქორწინება,” ამბობს მსახიობი.

მან ხაზი გაუსვა, რომ სამსახიობო კარიერას წერტილი დაუსვა და პოლიტიკით დაინტერესდა.

იხილეთ გადაცემა:

melano

ტესტ