მამაკაცი, რომელიც პალეო ფალიროდან გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს

დიმიტრი რიბაკი პალეო ფალიროდან 3 ოქტომბერს გაუჩინარდა. მას შემდეგ 36 წლის რიბაკს ყველგან ეძებდნენ და ამოქმედებული იყო ეროვნული ცხელი ხაზიც.

სამწუხაროდ, ახალგაზრდა მამაკაცისთვის ეს ამბავი ცუდად დასრულდა. გუშინ დადასტურდა ინფრომაცია, რომ ის გარდაცვლილი იპოვეს.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რიბაკი გაუჩინარების დღესვე იპოვეს, ათენის აკადიმიის ტერიტორიაზე, უფრო ზუსტად კი, იურიდიული სკოლის წინ. მაშინ მისი ვინაობა დადგენილი არ იყო.

მას შემდეგ, რაც სოციალურ სამსახურში შევიდა ზარი გარდაცვლილი მამაკაცის პოვნის შესახებ, აღწერილობა გადაამოწმეს და დიმიტრი რიბაკის ოჯახის წევრებს დაუკავშირდა, რათა ნათესავი ამოეცნოთ.

სოციალური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, ხოლო პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს თუ რას ემსხვერპლა 36 წლის მამაკაცი.

melano

ტესტ