fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცი აღდგომას, ცხვრის შეწვის დროს გარდაიცვალა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 53 წლის ბერძენი მამაკაცი აღდგომის კვირას, მაშინ გარდაიცვალა, როდესაც საკუთარი სახლის ეზოში ცხვარს წვავდა. დილით ადრე ის საკუთარმა მეუღლემ იპოვა.

ვოლოსელი ოჯახისთვის წლევანდელი აღდგომის დღესასწაული ტრაგედიად იქცა. მათ ცხვარი შესაწველად მოამზადეს და მამაკაცი ამ პროცესის შესრულებას შეუდგა, თუმცა, გულის შეტევა მოუვიდა და ადგილზე ჩაიკეცა. როცა მეუღლემ ნახა, უკვე გარდაცვლილი იყო. აღნიშნული ფაქტი, რომ ის იქვე დაიღუპა, სასწრაფო დახმარების ექიმებმაც დაადასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის გიორგოს გულის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ არ იცოდა, თუ რა სირთულის იყო მისი მდგომარეობა.

მას ორი შვილი დარჩა, რომელიც ათენში სწავლობს. მამაკაცს ზეთისხილი მოჰყავდა და მისი ოჯახი ყველასთვის სამაგალითო იყო.

დაკრძალვის ცერემონია აღდგომის ორშაბათს გაიმართა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მისი გარდაცვალებით ყველა შეძრულია, რადგან ის ვოლოსში ერთ-ერთი უპატიოსნესი და შრომისმოყვარე ადამიანი იყო.

 

onalem

ტესტ