fbpx
საზოგადოება

“სავახშმოდ ბედნიერები შევიდნენ, მაგრამ რამდენიმე წუთში იქაურობა შეცვლილი სახეებით დატოვეს”

ბოლო დროს ბევრი იწერება კატია ზიგულისა და საკის რუვას ურთიერთობაში არსებული პრობლემების შესახებ, მაგრამ, ცხადია, რომ ეს წყვილი ერთმანეთთან ისე მჭიდროდ არის დაკავშირებული, რომ ამ კავშირის გაწყვეტა ურთულესი იქნება. მიუხედავად ამისა, როგორც ყველა ცოლ-ქმრის ცხოვრებაში, მათ ყოველდღიურობაშიც არის უსიამოვნებები, რომლებიც ხანდახან იდუმალებით არის მოცული საზოგადოებისთვის.

ერთ-ერთი ბერძნული მედია საშუალება იუწყება, რომ ზიგული და რუვა სააღდგომოდ კორფუზე იმყოფებოდა, სადაც უცნაური ინციდენტი შეემთხვათ, თუმცა, კონკრეტულად რაში იყო საქმე, ამაზე საუბარი თვითმხილველს უჭირს:

“ყველასთვის საყვარელი წყვილი ერთ-ერთ რესტორანში ბავშვების გარეშე შევიდა, რათა ევახშმათ. ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდნენ, იღიმოდნენ და საუბრობდნენ. თუმცა, სუფრასთან, სავარაუდოდ, არც კი დამსხდარან. რამდენიმე წუთში ჯერ ზიგული გამოვიდა სწრაფი ნაბიჯით, შემდეგ კი რუვა გამოჰყვა და სასწრაფოდ ტაქსის გაჩერებას ცდილობდა. არცერთი აღარ საუბრობდა, მაგრამ მათ სახეებზე იკითხებოდა, რომ სასიამოვნო საღამო რაღაც ნეგატიურმა შეცვალა.”

მიუხედავად ყველაფრისა, მათ ოთხი შვილი ჰყავთ და დღემდე ძალიან შეყვარებულები არიან ერთმანეთზე.

 

onalem

ტესტ