fbpx
საზოგადოება

კრეტა: სუვლაკმა ბერძენი მამაკაცი რეანიმაციაში “გააგზავნა”

28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს ებრძვის ინტენსიური თერაპიის პალატაში. იგი რეანიმაციაში სუვლაკის გამო მოხვდა, რომელსაც დაზარალებული მიირთმევდა.

წარმოუდგენელი ინციდენტი კვირას, საღამოს 21:00 საათის შემდეგ, მესარას რეგიონში მოხდა.

დაუდგენელი პირობებში, ახალგაზრდა მამაკაცი ცუდად გახდა იმ დროს, როცა მეგობრებთან ერთად ჭამდა. იგი უეცრად უკან გადავარდა და სუნთქვა შეეკრა.

გარშემო მყოფებმა პირველადი დახმარების გაწევა სცადეს, ამასობაში კი, სასწრაფო დახმარების მანქანაც მოვიდა და დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

cretapost-ის მიხედვით, 28 წლის მამაკაცი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

 

 

onalem

ტესტ