fbpx
საბერძნეთი

ლესვოსი: ლტოლვილთა ბანაკში შეტაკების შედეგად ხანძარი გაჩნდა

კუნძულ ლესვოსზე ლტოლვილებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ინფომაციით, ამბოხი მაშინ დაიწყო, როდესაც მიგრანტთა და ლტოლვილთა ჯგუფმა პროტესტის გამოსახატად ცენტრალურ ტერიტორიაზე გადაინაცვლა. ისინი არსებულ პირობებს აპროტესტებდნენ, რაც მათ თურქეთში დაბრუნებას უკავშირდება.

პოლიცია ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა, ლტოლვილებმა კი ქვების სროლა დაიწყეს. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გახსნა. შეტაკების შედეგად კი, ხანძარი გაჩნდა.

სხვადასხვა წყაროები იტყობინებიან, რომ დამწვარია ორი დიდი კარავი და ერთი ან ორი კონტეინერი.

მიგრანტების ჯგუფმა გზა გადაკეტა და სახანძრო ბრიგადებს ტერიტორიაზე ხანძრის ჩასაქრობად შემოსვლის უფლებას არ აძლევდა, რამაც აღნიშნული შედეგები გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ