fbpx
საბერძნეთი

საგანგებო რეჟიმი ათენში: პოლიციის დიდი რაოდენობა, დაკეტილი სადგურები და ჯარიმები

დღეს 17 ნოემბერია, უმნიშვნელოვანესი დღე ბერძენი ერისთვის, თუმცა, წელს მოვლენები სხვანაირად განვითარდება. კარანტინის პირობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის შეკრება და მსვლელობა და სწორედ ამ ყველაფრის ფონზე, პოლიცია ათენის ცენტრს დილიდანვე აკონტროლებს.

რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, თუკი გადაადგილება გვიწევს ათენის ცენტრში?!

ქუჩებში, განსაკუთრებით პატისიონის გამზრიზე, მობილიზებულია პოლიციის დიდი რაოდენობა, იმუშავებენ დრონები და ვერტმფრენები.

ტროლეიბუსები, რომლებსაც უწევთ პატისიონის გამზირის გავლა, შეიცვლიან მარშრუტს, ვინაიდან აღნიშნული გამზირი იქნება გადაკეტილი.

დილის 12:00 საათიდან რამდენიმე მეტროსადგური დაიკეტება, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. საუბარია სადგურებზე: ომონია, სინდაღმა, ევანგელისმოს, მეღარო მუსიკის, პანეპისტიმიო.

მატარებლები იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში, მხოლოდ აღნიშნულ სადგურებში ჩაივლიან გაჩერების გარეშე.

ხვალინდელ დღემდე მოქმედებს ახალი ჯარიმები:

  • 300 ევრო მათ, ვინც რაიმე სახის მსვლელობაში ან აქციაში მიიღებს მონაწილეობას.
  • 3.000 ევრო ფიზიკურ პირებს, რომლებიც ორგანიზებას გაუწევენ მსვლელობას ან აქციას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
  • 5.000 ევრო იურიდიულ პირებს, რომლებიც ორგანიზებას გაუწევენ მსვლელობას ან აქციას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

onalem

ტესტ