fbpx
საბერძნეთი

რამდენიმე კვირაში საბერძნეთში ომიკრონის “ცუნამი” გველის – რეგიონები, რომლებიც “წითელ” ზონებშია

ბერძენი ექსპერტების მოსაზრებით, ქვეყანაში ომიკრონის მუტაციის გავრცელება მხოლოდ რამდენიმე კვირის ამბავია და სულ მალე “ცუნამი” გველის. ილიას მოსიალო ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ დროისთვის საბერძნეთში ინფიცირებულთა მხოლოდ 10%-20%-ს უფიქსირდება ომიკრონის შტამი, მაგრამ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება მომვდენო რამდენიმე დღეში.

“დამატებითი ზომების მიღება იმის მიხედვით მოხდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა ეპიდმდგომარეობა გვექნება საბერძნეთში. თუ უახლოეს მომავალში ვიხილავთ მძლავრ ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე, ცხადია, გადაწყვეტილებები შესაბამისად მიიღება,” აცხადებს ის.

ΕΟΔΥ-ს მონაცემების მიხედვით, ამჟამად მართვით სუნთქვაზე მყოფი 671 ადამიანიდან, 518 არ არის ვაქცინირებული ან ერთი დოზით არის აცრილი, რაც 83,95%-ს შეადგენს. პარალელურად, საბერძნეთის ძალიან ბევრი რეგიონია “წითელ” ზონაში ანუ ფიქსირდება ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი. ესენია:

გრევენა, კოზანი, კასტორია, პიერია, იმათია, თესალონიკი, კილკი, ხალკიდიკი, სერესი, დრამა, ევროსი, მიტილინი, არტა, კორფუ, კარდიცა, ევრიტანია, ფთიოტიდა, ევია, ახაია, ლაკონია.

onalem

ტესტ