fbpx
საზოგადოება

“13 წლის ასაკში ბუკლეტებს ვარიგებდი, ვმუშაობდი სასუვლაკეშიც” – ელენი ფურეირა

ბრწყინვალე ვარსკვლავმა, ელენი ფურეირამ, ჟურნალ Nitro-სთან ისაუბრა თავისი ბავშვობის წლებსა და სამსახურებზე, რომლებიც კარიერის დაწყებამდე ჰქონდა. როგორც ირკვევა, ფურეირა 13 წლიდან მუშაობდა.

“იმის გამო, რომ რასაც ცხოვრებაში ვაკეთებ, მინდა მხოლოდ კარგად ვაკეთებდე, მხოლოდ კარგად ვაკეთებ. 13 წლიდან დიდი სუპერმარკეტისთვის ბუკლეტებს ვარიგებდი. არ ვიცი, ვეტყოდი თუ არა ჩემს შვილს, რომ პატარა ასაკიდანვე იმუშაოს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ჰქონდეს საშუალება, გაიგოს, რას ნიშნავს საკუთარი შრომა და მონდომება. ამაზე არ ვსაუბრობ, როგორც დრამაზე, ვამბობ და ვიცინი.

კალითეადან ილიუპოლში, დიდ მანძილზე დავდიოდი. თუ ფული არ მექნებოდა, როგორც ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ, შეიძლება შვილისთვის მეთქვა, რომ ემუშავა. არ ვიცი ამ შემთხვევაში რა არის სწორი და არასწორი. მყავდა ორი მშობელი და ისინი ჩემთვის საუკეთესოები არიან. დიდი სიყვარული მივიღე მათგან.”

მომღერალმა კრიზისული მომენტიც გაიხსენა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ, სცენაზე დაემართა:

“ერთადერთხელ დამემართა, სცენაზე ვიდექი და უბრალოდ მინდოდა, რომ წავსულიყავი. მეგონა, რომ იქვე მოვკვდებოდი, კონტროლი დავკარგე და ეს მაგიჟებს, რადგან ამ მხრივ ძლიერი ვარ, თავის მაქსიმალური კონტროლი შემიძლია. ბევრი ვიმუშავე და 5 დღე დამჭირდა, რომ ისევ გავსულიყავი. მივხვდი, რომ რაც უფრო გარბიხარ შიშისგან, მით უფრო მოგყვება და დიდი ხდება შენს გონებაში.”

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Eleni Foureira (@foureira)

onalem

ტესტ