fbpx
საზოგადოება

ლამია: ქალმა უცნობ მამაკაცს საავადმყოფოში მიყვანა სთხოვა, გზაში კი გარდაიცვალა

უცნაური და ამავე დროს ტრაგიკული ინციდენტი დღეს დილას, 06:00 საათზე მოხდა. სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ქალმა უცნობი მამაკაცის მანქანის კარი გააღო და სთხოვა, რომ საავადმყოფოში მიეყვანა.

კერძოდ, უბრალო გამვლელი მანქანით ერთ-ერთ მაღაზიასთან გაჩერდა, რათა წასახემსებლად საჭმელი ეყიდა. მოულოდნელად მისი მანქანის კარი უცნობმა ქალმა გააღო და სთხოვა საავადმყოფოში წაეყვანა, რადგან თავს ძალიან ცუდად გრძნობდა.

მძღოლმა ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ, როგორც თავად ჩვენებებში ამბობს, ქალმა გონება გზაშივე დაკარგა და ექიმებს ამ მდგომარეობაში მიუყვანა.

აღმოჩნდა, რომ უკვე ძალიან გვიანი იყო, ქალი გზაში გარდაიცვალა.

როგორც გაირკვა, გარდაცვლილი ქალი 46 წლისაა და ლამიას სოფელ დომოკოში ცხოვრობს.

პოლიციასთან მას შეხება არასოდეს ჰქონია.

ექსპერტები მისი სიკვდილის მიზეზების დადგენას ცდილობენ.

დაგეგმილია აუტოფსია, რომლის შედეგადაც, პოლიცია იმედოვნებს, რომ საქმეს ნათელი მოეფინება.

onalem

ტესტ