fbpx
კრიმინალი

კრეტა: 15 წლის გოგონა სასტუმროს საცურაო აუზში გარდაცვლილი იპოვეს

ისლანდიელთა ოჯახის დასვენება კუნძულ კრეტაზე ტრაგიკულად დასრულდა. თინეიჯერი გოგონა 25 ივნისს სასტუმროს საცურაო აუზში გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველაფერი 14:30 საათზე დაიწყო, როდესაც ოჯახმა სასტუმროს ტერიტორიაზე გოგონას ძებნა დაიწყო. რამდენიმე წუთში კი, მათ ის საცურაო აუზში დამხრჩვალი იპოვეს.

გოგონა, რა თქმა უნდა, გათიშული იყო. მშობლებმა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს.

ექიმებმა მისი გონებაზე მოყვანა და გადარჩენა სცადეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ.

15 წლის გოგონას ცხედარი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაასვენეს, სადაც შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ოჯახი სოფელ სტალიდაში ისვენებდა, რომელიც კრეტას სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. კურორტი ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის და მას ბევრი ევროპელი სტუმარი ჰყავს.

onalem

ტესტ