კოლონაკი, გლიფადა, ფსიხიკო, პალეო ფალირო – პოლიციამ ცნობილი პირები დააკავა

ათენის მდიდრულ გარეუბნებსა და ცენტრში, ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემაში გარეული ცნობილი პირები დააპატიმრეს. საუბარია კოლონაკში, ალიმოსზე, გლიფადაში, ნეა სმირნიში, პაგრატზე, პალეო ფალიროსა და მოსხატოში მდებარე ღამის კლუბებზე, სადაც თითქმის ყოველ ღამით მსგავსი სახის გარიგებები დგებოდა.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის ხუთი ბერძენი (24, 29, 32, და ორი 35 წლის).

დაჯგუფებას სათავეში 32 წლის უცხოელი ედგა. სწორედ მას აღმოუჩინეს თავდაპირველად კოკაინი, რის შემდეგაც პოლიცია საწყობში აღმოჩნდა, საიდანაც ღამის კლუბებში ნარკოტიკი იგზავნებოდა.

ამოღებულია დიდი რაოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, 43 065 ევრო, 47 000 ალბანური ლეკი, 286 დოლარი, ხუთი მანქანა, მოტოციკლი, 17 მობილური ტელეფონი.

ბერძნული მედია იუწყება, რომ დაკავებულებს შორის არიან ცნობილი პირები, თუმცა, ცხადია მათი ვინაობა არ ხმაურდება.

იხილეთ ფოტომასალა:

melano

ტესტ