fbpx
საზოგადოება

კიფისია: ბიზნესმენი, რომელიც საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, სიკვდილს ებრძვის

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, დღეს გამთენიისას კიფისაში მცხოვრები ბიზნესმენის ოჯახს თავს მძარცველები დაესხნენ. ინციდენტი დაახლოებით 05:30 საათზე მოხდა.

კერძოდ, ცოლ-ქმარს ეძინა, როდესაც ხმაური გაიგეს და გაღვიძებისას მათ თვალწინ ორი ნიღბიანი აღმოჩნდა. ქალის ჩვენების მიხედვით, მამაკაცმა მათთან შეწინააღმდეგება სცადა, ერთმა მძარცველმა მას თავში ჩაარტყა, თუმცა, ის არ გაჩერდა და ამის გამო მეორემ ორჯერ ესროლა.

52 წლის ბიზნესმენი ზურგში მძიმედ არის დაჭრილი.

ქალი ამბობს, რომ დამნაშავეები ძალიან აგრესიულები იყვნენ, იმუქრებოდნენ და არაჩვეულებრივად საუბრობდნენ ბერძნულად.

სახლში არ არის დამონტაჟებული არც უსაფრთხოების კამერები და არც სიგნალიზაცია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია.

ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.

იხილეთ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან:

onalem

ტესტ