fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ადია დიამონის: იხილეთ ბინადრობის ნებართვის ყველა კატეგორია

 

მესამე ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოსულია კონკრეტული კატეგორიის ვიზით, უფლება აქვს, მოითხოვოს ამ ვიზის შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.
ბინადრობის ნებართვის კატეგორიებია:

სამსახურებრივი ან პროფესიული მიზეზით გაცემული ნებართვები:
– დაქვემდებარებული (დაქირავებული) სამუშაოს შემსრულებელი პირებისთვის;
– დარგობრივი სამუშაოს შემსრულებელი პირებისთვის (შესაბამისი დიპლომის ან
– კვალიფიკაციის დამადასტურებელი სარწმუნო საბუთის ფლობისას);
– პირებისთვის, რომლებიც ეწევიან საინვესტიციო საქმიანობას;
– პირებისთვის, რომლებიც ეწევიან მაღალპროფესიულ საქმიანობას.

ნებართვები სეზონური სამუშაოს შემსრულებელთათვის:
– სეზონური დასაქმება;
– მეთევზეები/თევზსაჭერ ხომალდზე დასაქმებული პირები;
– ხელოვნების მუშაკები;
– პირები, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ეწევიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში;
– პირები, რომლებიც სამეწარმეო (ბიზნეს) საქმიანობას ეწევიან მესამე ქვეყნებში;
– ჯგუფური ტურისტული ტურების ორგანიზატორები (და ხელმძღვანელები);
– მესამე ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომლებიც შემდგომი პრაქტიკის გავლის მიზნით სტუმრობენ საბერძნეთს.

თუ იმყოფებით საბერძნეთში და არ გაქვთ საბუთები, შეავსეთ აღნიშნული ფორმა და იურიდიული კომპანია Advalaw-დან დაგიკავშირდებიან და გაგიწევენ დახმარებას. ოფისში მისვლა და კონსულტაციის მიღება უფასოა:

    შესავსები ფორმა

    მისამართი: სოფოკლეუს 7-9, პლატია კოძიას გვერდით (ომონიიდან, ფეხით 3 წუთია საჭირო რომ მიხვიდეთ)
    სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევამდე. დილის 9-დან საღამოს 5-მდე
    ტელეფონი: 211-1054100

    ნებართვები ე.წ. „ჰუმანური“ (პირადი ან ოჯახური) მიზეზით, ან „განსაკუთრებულ გარემოებათა გამო“:
    – ჰუმანური მიზეზებით (მაგ.: ავადმყოფობა);
    – განსაკუთრებული გარემოებებით;
    – საჯარო ინტერესებისთვის;
    – სხვა მიზნებით.

    ნებართვები სწავლის, მოხალისედ (ანაზღაურების გარეშე) მუშაობის, სამეცნიერო კვლევისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით:
    – განათლების მიღება;
    – მოხალისედ მუშაობა;
    – სამეცნიერო კვლევა;
    – პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.

    – ნებართვები ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის მსხვერპლთათვის

    ნებართვები ოჯახის გაერთიანების მიზნით:
    – მესამე ქვეყნის მოქალაქის ოჯახის წევრისათვის, რომელმაც მიიღო ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით;
    – საბერძნეთის მოქალაქის, ან „თანამემამულის სპეციალური პირადობის მოწმობის“ (Ε.Δ.Τ.Ο. – Ειδικό Δελτίο Ταυτοτητας Ομογενούς) მფლობელი პირის ოჯახის წევრისათვის;
    – ინდივიდუალური ბინადრობის ნებართვა მესამე ქვეყნის მოქალაქის, ან “თანამემამულის სპეციალური პირადობის მოწმობის“ მფლობელი პირის ოჯახის წევრისათვის;
    – ინდივიდუალური ბინადრობის ნებართვა საბერძნეთის მოქალაქის ოჯახის წევრისათვის.

    გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვები:
    – ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში ხანგრძლივად მცხოვრებისათვის. ამგვარი ნებართვა შეიძლება მიეცეს პირს, რომელიც ფლობს ბერძნული ენის Β1 სერტიფიკატს, ან ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას ბოლო 12 წლის განმავლობაში;
    – “მეორე თაობის“ ბინადრობის ნებართვა (მაგ.: თუ ბავშვი დაბადებულია საბერძნეთში, ან დაწყებით სკოლაში 6 კლასი ისწავლა);
    -10 წლიანი ბინადრობის ნებართვა საბერძნეთში მომუშავე პირისათვის (რომელიც 2006 წლის 1 იანვრამდე უკვე ფლობდა ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას).

    თუ იმყოფებით საბერძნეთში და არ გაქვთ საბუთები, შეავსეთ აღნიშნული ფორმა და იურიდიული კომპანია Advalaw-დან დაგიკავშირდებიან და გაგიწევენ დახმარებას. ოფისში მისვლა და კონსულტაციის მიღება უფასოა:

      შესავსები ფორმა

      მისამართი: სოფოკლეუს 7-9, პლატია კოძიას გვერდით (ომონიიდან, ფეხით 3 წუთია საჭირო რომ მიხვიდეთ)
      სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევამდე. დილის 9-დან საღამოს 5-მდე
      ტელეფონი: 211-1054100