fbpx
განათლებაემიგრაციული სიახლეები

ისწავლე ინგლისური ენა – გაკვეთილი 2 | ყოველდღიური საუბარი/ზმნა ყოფნა

გამარჯობა – Hello ან Hi – ჰელოუ ან ჰაი (ჰაი გამოიყენება არაოფიციალური საუბრისას)

დილამშვიდობისა – Good morning – გუდ მორნინგ

შუადღემშვიდობისა – Good afternoon – გუდ აფ(F)თერნუნ

საღამომშვიდობისა – Good evening – გუდ ივნინგ

ნახვამდის – Goodbye – გუდბაი

ინგლისურ ენაშიც ზმნის საწყისი ფორმა განსხვავდება სხვა ფორმებისგან და ყოველთვის დაერთვის To ნაწილაკი. დღეს განვიხილოთ ზმნა ყოფნა.

საწყისი ფორმა – To be.

აწმყო – მე ვარ/შენ ხარ/ის(მდედრ. მამრ. საშუალო სქესი) არის – I am/ You Are / She /he / it is – აი ამ / იუ არ /ში/ ჰი/ ით იზ

ჩვენ ვართ – We are –  ვი არ

თქვენ ხართ – You are – იუ არ

ისინი არიან – They are – დეი არ (რბილი დ)

წარსულ დროში ზმნის ფორმა კვლავ იცვლება.

წარსული – მე ვიყავი/ შენ იყავი/ ის (მდედრ.მამრ.საშუალო სქესი) იყო – I was/ you were/ She/ he/ Its was – აი ვოზ/ იუ ვერ/ ში/ჰი/ით ვოზ

ჩვენ ვიყავით – We were – ვი ვერ

თქვენ იყავით –  You were – იუ ვერ

ისინი იყვნენ – They were – დეი ვერ

მომავალ დროში ზმნას ემატება + Will (ვილ) *იწერება ზმნის წინ.

მომავალი – მე ვიქნები/ შენ იქნები/ ის(მდედრ.მამრ. საშ.) იქნება – I will be – You will be  – She/He/It will be – აი ვილ ბი – იუ ვილ ბი – ში/ ჰი/ით ვილ ბი

ჩვენ ვიქნებით – We will be – ვი ვილ ბი

თქვენ იქნებით – You will be – იუ ვილ ბი

ისინი იქნებიან – They will be – დეი ვილ ბი

ინგლისური ენის პირველი გაკვეთილი იხილეთ აქ: https://georgians.gr/inswavle-inglisuri-ena-gakvetili-1-p/

onalem

ტესტ