fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაბერძნეთი

ლომბარდი ომონიაზე და ათობით ქართველი, რომელმაც ძვირფასეულობა, ფაქტობრივად, დაკარგა

ბოლო თვის მანძილზე 20-ზე მეტი მესიჯი შემოვიდა ერთ-ერთ ლომბარდთან დაკავშირებით, რომელიც ომონიაზე მდებარეობს.

კერძოდ, აღნიშნულ ლომბარდში უამრავ ქართველს აქვს ჩაბარებული ოქრო და სხვადასხვა ძვირფასეულობა, ასევე ტექნიკა. თუმცა, ბოლო 2 თვის მანძილზე მათ, ვინც თავიანთ ნივთებს გამოსატანად აკითხავს, ლომბარდში ეუბნებიან, რომ ნივთები მათთან არ არის, არამედ პოლიციას აქვს წაღებული, გაურკვეველი მიზეზებით.

სწორედ ამის გამო, მათ პოლიციის განყოფილებაში წასვლას და ნივთების იქ მოძებნას ურჩევენ, მაშინ, როცა იციან, რომ ქართველების დიდ ნაწილს, რომელიც მათ კლიენტურას წარმოადგენს, საბერძეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება არ აქვს და პოლიციაში ფიზიკურად ვერ გამოცხადდება.

გამომდინარე იქიდან, რომ არ გვაქვს ამ ყველაფრის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები, რათა ლომბარდის კონკრეტული სახელწოდება გავავრცელოთ, გირჩევთ და გთხოვთ, მოერიდოთ ომონიაზე მდებარე ლომბარდებს, მითუმეტეს თუ ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა არ გაქვთ.

onalem

ტესტ