ათენი: დაუჯერებელი ფოტოები – ასფალტმა მანქანები “ჩაყლაპა”

დღეს კალითეაში ავტოსადგომის ასფალტი ჩაინგრა და მანქანები ჩაიყოლა. ინციდენტის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები.

გავრცელებული ინფორმაციით, ასფალტი 1987 წელს დაიგო და გარე ავტოსადგომად გამოიყენებოდა.

ამ დროისთვის კალითეას მუნიციპალიტეტი მძღოლებს, რომელთაც მანქანა აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰყავთ გაჩერებული, მოუწოდებს სასწრაფოდ გაიყვანონ მანქანები, რადგან არსებობს რისკი, რომ სხვა ადგილებიც ჩაინგრეს.

სამწუხაროდ, რამდენიმე მძღოლმა თავისი მანქანა უკვე მიწისგან “ჩაყლაპული” იხილა.

იხილეთ ვითარება:

melano

ტესტ