fbpx
კრიმინალი

კოლონაკი: ცნობილი მომღერლები, ექიმები და ადვოკატები კოკაინით ვაჭრობის საქმეში

newst.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულთა მობილური ტელეფონების მონაცემების შესწავლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეში ჩართული იყო ახალგაზრდა მომღერალი, რომელიც სატელევიზიო შოუში მონაწილეობდა, ასევე ექიმები, ცნობილი პროდიუსერი და ადვოკატი.

ნარკოტიკის გამყიდველების მობილური ტელეფონებში აღმოჩნდა მინიმუმ 300 ანონიმური კონტაქტი, რომლებიც კოდური სახელწოდებით იყვნენ აღნიშნული – “მყიდველი 1″, კლიენტი 30″, მყიდველი 120”.

ინფორმაციის თანახმად, როგორც კი დამკვეთთა ტელეფონის ნომრების გადამოწმება დასრულდება და მომზადდება დამატებითი დოკუმენტაცია, საგამოძიებო უწყება დაიბარებს ეჭვმიტანილებს. ამავე წყაროს მიხედვით, ნარკოტიკით ვაჭრობის ეს სქემა მოიცავდა ათენის ღამის კლუბებს. კოკაინი მიეწოდებოდა გასართობ ცენტრებს კოლონაკში, კიფისიაში, ნეა ერითრეაში, სიგრუსა და ექსარხიაშიც კი.

პოლიციის შეფასებით, ნარკოტიკით მოვაჭრეთა სქემა, ყოველკვირეულად, “კარგი ხარისხის” 1 კგ კოკაინით მარაგდებოდა.

ამას გარდა, სავარაუდოა, რომ სქემის ხელმძღვანელმა, რომელიც ბიზნესმენი გახლავთ, ახლახანს გაარემონტა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი ნეა სმირნიში.

ცნობილი პირების ვინაობა არ ხმაურდება.

onalem

ტესტ