fbpx
კრიმინალი

36 წლის ქართველს, რომელმაც საბერძნეთში 12 იმიგრანტი შემოიყვანა, 20 წლამდე პატიმრობა ელის

საბერძნეთის პოლიციამ 36 წლის ქართველი მამაკაცი დააპატიმრა, რომელმაც 12 არალეგალი იმიგრანტი ერთ მანქანაში ჩასვა და მდინარე ევროსის გავლით საბერძნეთში უკანონოდ შემოიყვანა. დადასტურებული ინფორმაციით, ის საქართველოს მოქალაქეა და საკმაოდ მკაცრი სასჯელი ელის.

პოლიციის ოფიცრებმა მისი მანქანა საეჭვოდ მიიჩნიეს და უკან გაჰყვნენ, რათა შეემოწმებინათ. როდესაც გაჩერებისენ მოუწოდეს, მან ისინი დააიგნორა და სიჩქარეს მოუმატა.

მოგვიანებით, პოლიციამ ის მაინც დააკავა და აღმოჩნდა, რომ მანქანაში 12 იმიგრანტი ჰყავდა. ისინი პაკისტანიდან, ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან არიან.

მათი განცხადებით, ქართველ მამაკაცს თითოეულმა 1.200 ევრო გადაუხადა, რათა თესალონიკამდე ჩაეყვანა.

პოლიციამ ასევე გაარკვია, რომ მანქანას, რომლითაც ის მოძრაობდა, მოპარული ნომრები ჰქონდა.

საქართველოს მოქალაქე პროკურატურაში გადაიყვანეს. მას, სავარაუდოდ, თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთა ელის.

onalem

ტესტ