fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ომბუდსმენი: საბერძნეთში მიგრანტი მოზარდების სკოლაში რეგისტრაცია გამარტივდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საბერძნეთში საქართველოს ელჩთან, იოსებ ნანობაშვილთან ერთად ათენში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ქართველ ემიგრანტებს ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის მანდატი გააცნო და ის საკითხები განიხილა, რომელთა მოგვარებაშიც შესაძლოა სახალხო დამცველი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს დაეხმაროს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საბერძნეთში ქართველებისთვის ძირითად პრობლემას ლეგალურად ცხოვრების საკითხი წარმოადგენს. არაოფიციალური მონაცემებით, ასი ათასობით საქართველოს მოქალაქიდან ლეგალურად ქვეყანაში მხოლოდ 20 ათასამდე ცხოვრობს. ხშირია დაკავების და დეპორტაციის შემთხვევები; არალეგალურად მაცხოვრებლებს პრობლემები ექმნებათ დამსაქმებლებთანაც, შრომითი ხელშეკრულებების არქონის გამო არის შემთხვევები, როდესაც არ უხდიან ხელფასებს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ბოლო წლებში გამარტივდა მოზარდთა სკოლაში რეგისტრაცია, მიუხედავად ცხოვრების უფლების არქონისა, საბერძნეთის სკოლებში ნებისმიერ პირს შეუძლია განათლების მიღება, რაც ოჯახების მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს; საპილოტე რეჟიმში მუშაობს საკვირაო სკოლები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს მშობლიური ენის შესწავლის საშულება აქვთ. მოთხოვნის ზრდასთან ერთად საქართველოს საელჩო დამატებითი კლასების შექმნის ინიციატივითაც გამოდის.

onalem

ტესტ