ბერძენი უხუცესის წინასწარმეტყველება, რომელიც 2017 წელს აპოკალიფსს ელოდება

”2017 წელი მსოფლიოს ისტორიაში ჩაიწერება,  როგორც მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი,” ეს სიტყვები წარმოთქვა რამდენიმე ხნის წინ დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მე-2-მ. როგორც აღმოჩნდა, ის არ არის ერთადერთი, რომელიც აპოკალიფსის მოლოდინში ცხოვრობს.

ათონელი უხუცესი, რომელსაც პუტინი გაურკვეველი მიზეზების გამო სამჯერ ეწვია, წინასწარმეტყველებს, რომ სამყაროს აღსასრული სულ მალე დადგება.

ის ათონის მთის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი უხუცესია, რომელიც ცნობილია თავისი ასკეტური ცხოვრებითა და სულიერი სიწმინდით. მას აქვს წინასწარმეტყველება, რომ: ”ღმერთი  ყველაფერს მოაწესრიგებს. ეს ომი გამარჯვებით დასრულდება. ბერძნული არმია მხოლოდ მაყურებელი იქნება. ბრძოლის ველზე იქნება პალესტინა, მისი აღსასრული მკვდარ ზღვასთანაა. ეს ყველაფერი იქნება პირველ ნახევარში. მაგრამ არსებობს მეორე ნახევარიც, როდესაც ხალხი სასოწარკვეთას მიეცემა და დაიწყებენ სახარებისა და წმინდა წერილების კითხვას. ქრისტე ხალხს მისცემს ნიშანს, რათა ირწმუნონ იგი. ბევრ მოვლენას ექნება ადგილი: თურქეთი ოკუპირდება რუსეთის მიერ და სრულიად გაქრება რუკიდან, თურქი ხალხის 1/3 ქრისტიანი გახდება. იმისთვის, რომ ამის გჯეროდეთ, უბრალოდ ნახეთ, რა ხდება თურქეთში. გააქტიურდებიან ქურთი სეპარატისტები ალეპოში.

ცხადია, რომ სირიაში, ერაყსა და ირანში 20 მილიონამდე ქურთია მიმოფანტული. დადგება თურქეთის დაშლის საკითხი, რაზეც თავად ერდოღანიც ისაუბრებს.

ახლო აღმოსავლეთი გახდება ბრძოლის ველი, რომელშიც რუსეთი მიიღებს მონაწილეობას. ბევრი სისხლი დაიღვრება. ასევე, ჩინეთიც გადაკვეთს მდინარე ევფრატეს და 20 მილიონიანი არმია იერუსალიმში შეაღწევს. ახლა, რა თქმა უნდა, ჩინეთის არმია ამხელა არ არის, თუმცა მისი მოსახლეობის რაოდენობა ძალიან ახლოსაა იმ რიცხვთან, რომელიც წმინდა იოანეს გამოცხადებაშია აღწერილი. გარდა ამისა, ჩინეთის გეგმები ამ რეგიონისთვის საიდუმლო აღარ იქნება. ის უკვე ყიდულობს ნავთობს ირანისგან და რეგიონში საკუთარ ძალაუფლებას ზრდის.”