fbpx
განათლება

ბერძენი მასწავლებლები მსოფლიოში ყველაზე დაბალანაზღაურებად პედაგოგთა სიაში

მასწავლებლის პროფესია საზოგადოებაში აღიარებული და პატივსაცემი პროფესიაა, თუმცა, მათი შემოსავალი სახარბიელო ნამდვილად არ არის. საბერძნეთში მასწავლებელთა ხელფასი კრიზისის ფონზე საგრძნობლად შემცირდა. თუმცა, ექსპერტების განცხადებით, ამას განათლების ხარისხზე გავლენა არ მოუხდენია.

CNN-ის განცხადებით, საბერძნეთი მეორე ადგილზეა იმ ქვეყნების სიაში, სადაც მასწავლებლებს უდიდეს პატივს სცემენ და აფასებენ.

ასევე, მაგალითად, ჩინეთში მასწავლებელს იგივე დამსახურება აქვს, რაც ექიმს.
21 ქვეყანაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, საბერძნეთში ჩინეთის, ეგვისპტის, სამხრეთ კორეისა და თურქეთის შემდეგ, მასწავლებლებს ბევრად მეტ პატივს სცემენ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ევროპულ და ანგლო-საქსურ ქვეყნებში.

ბერძნებს, თურქებს და ებრაელებს სჯერათ, რომ მასწავლებლებს უნდა უხდიდნენ 30%-40%-ით მეტს, ვიდრე ისინი ფაქტობრივად იღებენ.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ასეთი პატივისცემისა, გამოკითხული ბერძნების 70% განათლების სისტემას სკეპტიკურად უდგება და აღნიშნავს, რომ მასწავლებელთა ხელფასები შესაბამისობაშია მათი მუშაობის შედეგებთან.

CNN-ის ცნობით, საბერძნეთში მასწავლებელთა ხელფასები 2005-დან 2015 წლამდე 28%-ით შემცირდა, მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი ინგლისსა და პორტუგალიაში 10%-ია.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქვეყნები | ყველაზე დაბალანაზღაურებადი ქვეყნები

onalem

ტესტ