fbpx
განათლება

ბერძენი სტუდენტი, რომელმაც უსინათლო ადამიანებისთვის ბრაილის ონლაინ შრიფტი შექმნა

ბერძენმა ბრწყინვალე სტუდენტმა, აპოსტოლოს გარუფოსმა და მისმა პროფესორმა, ტელემახოს გუდასმა, ახალი რევოლუციური პროგრამა შექმნეს, რომელიც მსოფლიოში პირველია და მხედველობის პრობლემის მქონე უამრავი ადამიანისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომას უპრობლემოს გახდის.

ათენი-მაკედონიის საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას გარუფოსი აღნიშნავს, რომ ახალი აპლიკაცია ნებისმიერ კომპიუტერულ პროგრამას ბრაილის შრიფტად გარდაქმნის და უსინათლო ადამიანებს მათი წაკითხვა შეეძლებათ.

ბიჭი კოზანიდან არის, სადაც ბერძნულ ლიტერატურას სწავლობდა, ახლა კი პროგრამირებასა და ტექნოლოგიების შესწავლას შეუდგა. მისი მიზანია დაეხმაროს მათ, ვისაც დანახვა არ შეუძლია. ისინი წაიკითხავენ ყველაფერს, რაც მათ კომპიუტერში იქნება.

“განათლება ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. შენ შეგიძლია გაშალო ფრთები. ჩემი მიზანია, რომ გავაკეთო მარტივი პროგრამა, რომელიც ჯერჯერობით ბერძნულსა და ინგლისურს გარდაქმნის ბრაილის შრიფტად უსინათლოებისთვის,” ამბობს ის.

აპლიკაციის სახელწოდება, რომელიც მან უკვე შექმნა MinaDot-ია და სულ მალე მისი გამოყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

onalem

ტესტ