თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პანოს კამენოსს “გაფუჭებულ ბავშვს” უწოდებს

“საბერძნეთმა რამე უნდა მოუხერხოს თავის “გაფუჭებულ ბავშვს”, თავდაცვის მინისტრ პანოს კამენოსს, რათა თურქეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია თავიდან აიცილოს,” განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ოთხშაბათს.

“საბერძნეთისთვის გაფრთხილება გვაქვს. თქვენ გაფუჭებული ბავშვი გყავთ, რომელსაც თავდაცვის მინისტრს უწოდებთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შეიარაღებული ძალები რაიმე ინციდენტში არ გაერიონ. ეს აბსოლუტურად მეგობრული გაფრთხილებაა.” 

თავის მხრივ, პანოს კამენოსმა დღეს გაკეთებული განცხადებით, ჩავუშოღლუს უპასუხა:

“ბატონო ჩავუშოღლუ, მადლობა საახალწლო პროვოკაციებისთვის. ეს საჩუქარია იმისთვის, რომ კარგად ვმუშაობ. საბერძნეთი გააგრძელებს თავის საქმეს, მშვიდობისკენს წრაფვას, საკუთარი სუვერენიტეტი დაცვას და ძლიერი ალიანსების ჩამოყალიბებას. თქვენი არავის ეშინია.”

 

melano

ტესტ