fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენში მოძრაობს ”ტაქსი”, რომელიც სექსუალური სცენებისთვის მონაწილეებს ეძებს

ეგრედ წოდებული ”ყალბი ტაქსი”, რომელიც ამჟამად ათენის ქუჩებში მოძრაობს, ერთ-ერთ ეროტიკულ ვებ-გვერდს ეკუთვნის, რომელიც სექსუალური სცენების გადასაღებად მონაწილეებს ეძებს. ამ ყველაფერს პროდიუსერი წყვილი უდგას სათავეში.

ტაქსი, რომელიც სხვა ტაქსებისგან ძალიან განსხვავედება, ბოლო რამდენიმე დღეა ათენში მოძრაობს და ელოდება, თუ ვინ დაინტერესდება, ახლოდან ნახოს ის.

”Espresso”-ს ინფორმაციით მისი დღევანდელი სამიზნე კიფსელის გარეუბანი იყო. ეროტიული სცენების გადაღება, სავარაუდოდ, ათენში იგეგმება.

აღნიშნული ტერიტორიის მაცხოვრებლები ადასტურებენ, რომ გადაღებების პირველი მსურველები ტაქსიში უკვე ჩასხდნენ და ათენის ცენტრში გადაინაცვლეს. მათი სამიზნე ძირითადად უსახლკარო და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები არიან. ”მსახიობების” ანაზღაურება 100-200 ევროს შეადგენს.

მოსახლეობის უმრავლესობა ამ ყველაფერს ძირითადად იუმორით მიუდგა და ცნობილი მანქანის წინ ფოტოებს იღებდნენ.

onalem

ტესტ