fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენის ცენტრი: პოლიციამ უცხოელთა დანაშაულებრივი ჯგუფი აიყვანა

საბერძნეთის პოლიციამ დღეს საშიშ დამნაშავეთა ჯგუფი აიყვანა, რომლის წევრებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ისინი ათენის გარეუბნებში სახლებსა და მაღაზიებს ძარცვავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით ისინი მუდმივად ერთად მოქმედებდნენ, წინასწარ გეგმავდნენ, თუ რომელი მაღაზია თუ სახლი უნდა გაეძარცვათ.

პოლიციაში მათ მიერ ჩადენილი ქურდობის შესახებ ბოლო საჩვარი რამდენიმე დღის წინ შევიდა.

ოფიცრებმა ამოიღეს გაზის ბალონები და სხვადასხვა იარაღები, რითიც ისინი სახლების კარს და მაღაზიების ვიტრინებს აღებდნენ, რათა შიგნით შეეღწიათ.

კრიმინალების მეთაური დაკავებულთა შორისაა. ის საბერძნეთში ოთხი წლის წინ ჩამოვიდა და როგორც ცნობილია სირიის მოქალაქეა. მამაკაცი თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა, უარი მიიღო, რადგან აღმოჩნდა, რომ საბუთები გაყალბებული ჰქონდა და თავს ერაყის მოქალაქედ ასაღებდა.

სხვა წევრების ეროვნების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

onalem

ტესტ