fbpx
კულტურა

ანი ლორაკი კიევში საბერძნეთის მხარდასაჭერად ჩავიდა

ევროპაში მთავარმა სიმღერის კონკურსმა გულშემატკივრების და პრესის დიდი ყურადღება დაიმსახურა.

13 მაისს შესაძლებლობა გვექნება ევროვიზია 2017-ის ფინალი ვიხილოთ. თუმცა, ახლა სიახლეები გვაქვს საბერძნეთის წარმომადგენელთან, დემისთან დაკავშირებით.

როგორც აღმოჩნდა, დიმიტრა პაპადეას მხარს უკრაინელი მომღერალი ანი ლორაკი უჭერს, რომელიც ახალ ვიდეო-კლიპს ამზადებს. მათი საერთო ფოტოები სოციალურ ქსელში გასულ კვირას გამოჩნდა. პოპ-დივა დემის ნახევარფინალზე გულშემატკივრობდა და ის გუშინ კიევში ჩავიდა.

რატომ აირჩია ლორაკმა დემი, ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამის მიზეზი სიმღერის ავტორია, რომლითაც დემი ევროვიზიაზე წარსდგა. დემის სიმღერა დიმიტრის კონტოპულოსს ეკუთვნის, რომელიც ასევე იმ სიმღერის (Shady Lady) თანაავტორია, რომლითაც ლორაკმა 2008 წელს ევროვიზიაზე მეორე ადგილი დაიკავა. როგორც ჩანს, გოგონები ასე დაუმეგობრდნენ ერთმანეთს.

იხილეთ ფოტოები:

onalem

ტესტ