fbpx
საზოგადოება

ამინდის ცვლილება საბერძნეთში – სად იწვიმებს?!

დღეს საბერძნეთის აღმოსავლეთითა და სამხრეთით ამინდის ცვლილებაა მოსალოდნელი. ნავარაუდევია პერიოდული წვიმა, დილის და საღამოს საათებში კი შეზღუდული იქნება ხილვადობა.

კერძოდ, ატიკის რეგიონში ნავარაუდევია მცირე მოღრუბლულობა, რომელიც ჩრდილოეთიდან გავრცელდება. ძირითადად კი მზიანი ამინდი იქნება.

ტემპერატურა 13-დან 20 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკში ასევე მოსალოდნელია მოღრუბლულობა, შეზღუდული იქნება ხილვადობა საღამოს საათებში.

ტემპერატურა 12-დან 18 გრადუსამდე იმერყევებს.

მაკედონიაში ნავარაუდევია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა.

ტემპერატურა 12-დან 19 გრადუსამდე.

მცირე პერიოდული წვიმებია მოსალოდნელი თესალიაში, ევიაში, ეპირუსსა და პელოპონისოში.

 

onalem

ტესტ