fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

7 წლის ბავშვის მამა: ”ჩემი შვილი ტიროდა, მაგრამ მასწავლებელმა ვერ გაიგო და კლასში ჩაკეტა”

მას შემდეგ, რაც მოსწავლე მიხვდა, რომ კლასში იყო ჩაკეტილი, ფანჯრიდან გადმოხტა.

გლიფადის მე-12 სკოლაში განგაში გამოცხადდა. საბედნიეროდ ბავშვი მსუბუქად დაშავდა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ფეხი აქვს დაზიანებული.

კითხვაზე, თუ როგორ დარჩა 7 წლის ბიჭი კლასში, პასუხობენ, რომ როცა მასწავლებელმა გაკვეთილები დაასრულა, ვერ შენიშნა, რომ ბიჭი კვლავ ოთახში იყო და კარი ჩაკეტა. ბავშვი პანიკაში ჩავარდა და ფანჯრიდან გადმოხტა.

7 წლის მოსწავლის მამა protothema.gr-ს ესაუბრა. ის მასწავლებელს ადანაშაულებს, რადგან მან არ შეამოწმა, ცარიელი იყო თუ არა საკლასო ოთახი. ასევე ვერ გაიგონა ბიჭის ხმა და კარი ჩაკეტა.

”მასწავლებლის დაუდევრობაა, რომ არ შეამოწმა იყვნენ თუ არა ბავშვები კლასში. და ასევე უდიდესი დაუდევრობაა, რომ ფანჯრებიც არ იყო ჩაკეტილი. როცა ბავშვები კლასს ტოვებდნენ, ჩემი შვილი, სავარაუდოდ, მერხთან იყო დახრილი და თავის ნივთებს აგროვებდა. როცა კარი ჩაკეტა, ბავშვი გაიქცა და ყვიროდა, მაგრამ ვერავინ გაიგო. შემდეგ გახსნილ ფანჯარასთან მივიდა და გადმოხტა. ვვარაუდობ, რომ საკლასო ოთახი სამ მეტრზე მაღლა მდებარეობს. ის გადმოხტა და საბედნიეროდ, თავი არ დაუზიანებია.”

დღეს შუადღეს ცნობილი გახდა, რომ მასწავლებელი არასრულწლოვნის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ბრალდებით დააკავეს.

onalem

ტესტ