53 წლის მამაკაცი გარდაცვლილი მამის პენსიას 9 წელი იღებდა – 153,809.89 ევრო

საბერძნეთის პოლიციამ 53 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც IKA-ში საკუთარი მამის გარდაცვალების ცნობა არ წარადგინა და მის კუთვნილ პენსიას თავად 9 წლის მანძილზე იღებდა. მას 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კერძოდ, 2002 წლის თებერვლიდან 2011 წლის ნოემბრის ჩათვლით, თანხა კვლავ იმ ანგარიშზე ირიცხებოდა, რომლიც თანამფლობელიც 53 წლის მამაკაცი მამასთან ერთად იყო. მას საერთო ჯამში 153,809.89 ევრო ჰქონდა აღებული.

ახლა კი თანხა, რომელსაც მისგან სახელმწიფო ითხოვს, 209,564 ევროა. მამაკაცი ბოდიშს იხდის და კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, რომ მან IKA-ში გარდაცვალების ცნობა არ წარადგინა. ის ასევე ამბობს, რომ IKA-დან დაკრძალვის ხარჯების დასაფარად თანხაც მიიღო, ამიტომ გამორიცხულია, რომ კომპანიაში ამის შესახებ არ სცოდნოდათ.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მან დანაშაული კიდევ ერთხელ გაიმეორა, საკუთარი დედის ქვრივის პენსიის მითვისებით. ამის გამო მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.