fbpx
საზოგადოება

“25 წლის რომ ვიყო და შვილი არ მყავდეს, სხვანაირად ვიფიქრებდი” – თამთა კასიდოკოსტასთან ქორწინებაზე

თამთას, როგორც ჩანს, ხშირად უსვამენ ჟურნალისტები კითხვას, აპირებს თუ არა დაქორწინებას პარის კასიდოკოსტაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია მისი მეორე ნახევარია. გარდა ამისა, კასიდოკოსტას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს თამთას გოგონასთან, რომელიც მათ გვერდით თამთას დასავით გამოიყურება და არა მისი შვილივით.

“ეს ადვილი არ არის. განსაკუთრებით იმ ეტაპზე, რომელზეც მე ვარ. ქორწინებაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ახლა, ასეთი ოცნებები გონებაში არ მაქვს. იმედი უნდა გაგიცრუოთ, მაგრამ ამაზე არც კი ვფიქრობ (იცინის). 25 წლის რომ ვიყო და შვილი არ მყავდეს, ალბათ, სხვანაირად ვიფიქრებდი. მე კი უკვე დედა ვარ და არ მინდა ამ პროცესს თავიდან დავუბრუნდე,” ამბობს ცნობილი ვარსკვლავი.

თამთას შვილთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და როგორც პაპარაცების მიერ დაფიქსირებული ფოტოებიდან ჩანს, წყვილი გოგონასთან ერთად ხშირად დადის განსატვირთად.

ფოტოები არქივიდან:

 

onalem

ტესტ