fbpx
პოლიტიკა

თურქული პროვოკაცია: “საბერძნეთის პოლიციის მიერ სასტიკად ნაცემი იმიგრანტები”

თურქულ მედია სივრცეში გავრცელდა ფოტოები, რომლებიც პირდაპირ არის მიმართული საბერძნეთის წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი თურქული პროვოკაცია, რომლის მიხედვითაც ბერძნული პოლიცია სასტიკად ეპყრობა მიგრანტებს, რომელიც მდინარე ევროსის გადაკვთას ცდილობენ.

გავრცელებულ ფოტოებზე ჩანან შიშველი პალესტინელი და იემენელი მიგრანტები, რომელთაც საბერძნეთში გადასვლა სწორედ ამ გზით სცადეს. როცა ბერძენმა პოლიციელებმა ისინი შენიშნეს, სასტიკად გაუსწორდნენ და თურქეთში დააბრუნეს.

ალექსანდრუპოლის პოლიციის დეპარტამენტის პრეზიდენტი ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო. თუმცა, მან სრულებით გამორიცხა, რომ ის რაც ფოტოებზე ჩანს, ბერძნების ნამოქმედარია:

“ჩვენ არ გვჯერა, რასაც თურქეთი ამბობს. რადგან ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც აწყობთ. ასეთი ქმედებები ბერძენ სამართალდამცავებს არ ახასიათებთ.

ეს თურქული პროპაგანდაა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება, ბერძენ პოლიციელებს ამის უფლება არ აქვთ.”

 

onalem

ტესტ