fbpx
კრიმინალი

უსაბუთობის გამო თესალონიკში 73 ემიგრანტი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში პოლიციამ შემოწმების შედეგად 73 უსაბუთო ემიგრანტი დააკავა.

გაძლიერებული კონტროლი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გაიარეს დიავატას და რკინიგზის სადგურის ტერიტორიებზე.

პოლიცია შემოწმებებს დილის 08:30 საათიდან 14:30 საათამდე ახორციელებდა და შემოწმებულთაგან 73 მათგანს არ აღმოაჩნდა საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც თითოეული განყოფილებაში გადაიყვანეს.

კონტროლს მიგრაციის მენეჯმენტის დეპარტამენტი და პოლიცია თანამშრომლობის საფუძველზე ახორციელებს.

onalem

ტესტ