fbpx
საზოგადოება

“ეს უბედური შემთხვევა იყო, მანქანა ხევში შემთხვევით გადავარდა” – დედა-შვილის სიკვდილის დეტალები

კატერინში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. დაღუპულია 45 წლის ქალი და მისი 17 წლის გოგონა, რომლებიც 120 მეტრის სიღრმის ხევში მანქანით გადაცვივდნენ და ადგილზე დაიხოცნენ.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ნორმალური არ იყო და ის თვითმკვლელობას გეგმავდა, თუმცა, მისი მეუღლე, მანოლის დელიიანისი პირველივე წუთებიდან დარწმუნებული იყო, რომ მის ცოლ-შვილს უბედურება შეემთხვა, თუმცა, ეს ქალის გამოწვეული არ ყოფილა, არამედ ყველაფერი შემთხვევით მოხდა.

მისი თქმით, ინციდენტი არ იყო ძალისმიერი გზებით გამოწვეული. მანქანა ხევში შემთხვევით გადავარდა, რადგან სვეტამ საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

“თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. ვცდილობ ჩემი ოჯახი გავაერთიანო. ვცდილობ, რომ ჩემი უმცროსი შვილის გვერდით დავდგე, რომელიც ბავშვთა ფსიქოლოგის დაკვირვების ქვეშ არის. სვეტა მარია-იოანას არასოდეს არაფერს დაუშავებდა, არ არსებობს მილიონიდან ერთი შანსიც კი, ღმერთს ისინი თავისთან უნდოდა და წამართვა,” ამბობს ის.

ოჯახი მომხდარით განადგურებულია, მამაკაცს კიდევ ორი შვილი დარჩა.

onalem

ტესტ