fbpx
პოზიტივი

რატომ არის იკარიული თაფლი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო?!

იკარიაში თითქმის ყველანაირი დაავადების სამკურნალოდ თაფლს იყენებენ, დაწყებული ღია ჭრილობებიდან, დამთავრებული კუჭ-ნაწლავის პრობლემებითა და ვირუსებით. იკარიელები თავიანთ დღეს ერთი კოვზი ადგილობრივი წარმოების თაფლით იწყებენ, რომელიც ნატიოქსიდანტის ფუნქციას იდეალურად ასრულებს. თაფლი ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შეჩერებას და შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს.

ცნობილი ბერძნული კუნძული შესულია “ლურჯი ზონების” სიაში და დგას სარდინიას (იტალია), ოკინავას (იაპონია), ნიკოას (კოსტა რიკა) და ლომა ლინდას (აშშ, კალიფორნია) გვერდით, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ყველაზე მეტხანს ცოცხლობს და ისინი 90 წლამდე მაინც აღწევენ.

ამერიკულმა ტელეკომპანიამ იკრაიულ თაფლს სიუჯეტიც კი მიუძღვნა, რომლის მიხედვითაც ის თავისუფლად შეიძლება დასახელდეს ხანგრძლივი სიცოცხლის ერთ-ერთ საიდუმლოდ, რადგან კუნძულის მოსახლეობა მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებს ჯანმრთელობას.

ამას ადასტურებს 109 წლის იკარიელი ბებო, იოანაც, რომელიც ამბობს, რომ თაფლი დიდ საიდუმლოს ინახავს. 87 წლის გიორგოს სტენოსი კი, რომელიც მეფუტკრეობით არის დაკავებული, საკუთარი ხელით დამზადებულ თაფლს  ყოველდღე მიირთმევს.

უნდა აღინიშნოს, რომ იკარიული თაფლი არ იფილტრება, არ შეიცავს არანაირი დანამატს და არაპასტერიზებულია. ეს კი ნიშნავს, რომ ის 100%-ით ნატურალურია და არცერთ უნიკალურ თვისებას და ვიტამინს არ კარგავს.

onalem

ტესტ